notícias musicais

top 13 artistas

top 13 musicas

Confira a Letra შოთა

Niaz Diasamidze

შოთა

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების
დიდთა და წვრილთა წყალობა შენაც ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების
უხვად გაეცი, ზღვათაცა შესდის და გაედინების

ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
ხომ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან! “

გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი
გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი
გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი!
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

Tracker